|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დღეს “ქართული ოცნების” რიგით მეხუთე ყრილობა გაიმართება

პოლიტიკური გაერთიანება  “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს”  რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა მთაწმინდის პარკში  გაიმართება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს  და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევენ.

ყრილობა პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

ოფიციალური ინფორმაციით,  ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება.  

დახურულ რეჟიმში ჩატარდება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს.  დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი,  წარადგენენ პოლიტსაბჭოს  და სარევიზიო კომისიის ანგარიშს,  ასევე  წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის შემცირებაზე.

17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება.

ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტიაქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა