|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს(R)

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ განცხადებას ავრცელებს:

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო მორიგი პროვოკაცია. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიჭრნენ „ქართული ოცნების" კარალეთის შტაბში და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შტაბის თანამშრომლებს.

 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა საკუთარი სახე, რომ ძალადობა, პროვოკაციები და მუქარა არის მათი მოქმედების სტილი.

"ქართული ოცნება“ მოუწოდებს თავის წევრებს, აქტივისტებსა და მხარდამჭერებს არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციებს.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანია არჩევნების მეორე ტური ჩატარდეს მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში"-ნათქვამა განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა