|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრის კახა კუჭავას განცხადება (R)

გუშინ გამოქვეყნდა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის ფრეიზერის ინსტიტუტის (Fraser Institute) 2016 წლის ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველომ უპრეცედენტოდ დიდ წარმატებას მიაღწია: ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 159 ქვეყანას შორის მე-5 ადგილი დაიკავა. ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ჰონგ კონგი, სინგაპური, ახალი ზელანდია და შვეიცარია უსწრებს. საქართველოსთან ერთად მე-5 პოზიციას იკავებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა კანადა, ირლანდია, არაბეთის გაერთიანებული ემირატები. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის გაუმჯობესების მთავარი ფაქტორია საკანონმდებლო სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვის მხრივ საგრძნობი გაუმჯობესება, ასევე წარმატებული მონეტარული პოლიტიკა. ანგარიშში მითითებულია, რომ გაუმჯობესდა შემდეგი ინდიკატორები: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებელი სასამართლო, საკუთრების უფლების დაცვა, ინფლაციის კონტროლი და სხვა. საქართველო 159 ქვეყანას შორის საუკეთესო ხუთეულშია, შედარებისათვის, მეზობელი ქვეყნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან ეკონომიკური თავისუფლების მხრივ. კერძოდ: ამ რეიტინგში თურქეთს - 90-ე, უკრაინას - 135-ე, რუსეთს - 102-ე, აზერბაიჯანს - 107-ე, სომხეთს კი მე-18 პოზიცია უჭირავთ. პროგრესი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ფრეიზერის ინსტიტუტის 2012 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე ადგილზე იმყოფებოდა, 2013 წლის ანგარიშის მიხედვით - 21-ე ადგილზე, 2014 წლის - მე-16 ადგილზე, 2015 წლის მე-12 პოზიციას იკავებდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა