|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ქუთაისში წარადგენს

  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს  „ქართული ოცნება“  18 ივლისს წარადგენს.  ბალახვანის ასსაფეხურიან კიბეებთან  დაგეგმილ აქციაზე იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა მოხდება.

იქნება თუ არა თავად მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ჭიღვარია. როგორც მან "ნიუპრესს" განუცხადა, კანდიდატთა ვინაობა მისთვისაც გასაიდუმლოებულია.

აქციაზე მობილიზებული იქნებიან პარტიის მხარდამჭერები იმერეთის მასშტაბით. 

 მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის დაწყებამდე პარტია საარჩევნო სიას გაასაჯაროვებს, რაც ამ კვირაშივეა მოსალოდნელი.

ავტორი: ირინა მაკარიძე