|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნება" ჭიათურის გამგებლის პოსტზე ნოდარ ჩაჩანიძის კანდიდატურას განიხილავს

"ქართული ოცნება" ჭიათურის გამგებლის პოსტზე ერთ-ერთ კანდიდატად ნოდარ ჩაჩანიძეს განიხილავს. ინფორმაცია "ნიუპრესთან" საუბარში დაადასტურა ნოდარ ჩაჩანიძემ, თუმცა ამბობს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

"ქართული ოცნება" გამგებლის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურას განიხილავს, მათ შორის ჩემს კანდიდატურასაც.  ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა არის, თუ ვინ დასახელდება"-განაცხადა ნოდარ ჩაჩანიძემ.

 ნოდარ ჩაჩანიძე პროფესიით იურისტია. ასევე აქტიურად არის ჩართული „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ საქმიანობაში.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ნოდარ ჩაჩანიძე ყველასათვის ცნობილი  ქართველი მსახიობის, კირილე მიმინოშვილის როლის შემსრულებლის ნოდარ ჩაჩანიძის შვილიშვილია, ასევე მესხიშვილის თეატრის მსახიობის გიორგი ჩაჩანიძის ძმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა