|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" მორიგი კვლევა "ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ დასრულდა?

საინფორმაციო სააგენტო "GHN"  კვლევას  აქვეყნებს. სააგენტოს ინფორმაციით,  ეს არის „ქართული ოცნების“  მორიგი „შიდა კვლევა“, რომელსაც პარტია პერიოდულად სატელეფონო გამოკითხვის საშუალებით აქვეყნებს. 

როგორც სააგენტო აცხადებს, მის  მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კვლევის მიზანს წარმოადგენს  მოსახლეობის განწყობის გაცნობა - სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში თუ  რომელი პოლიტიკური პარტიები იმსახურებენ ნდობას.

სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილია 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ რესპოდენტები.

9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 13-დან 2 საკითხის შემთხვევაში "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ნდობა თითქმის თანაბარია.

ქართული ოცნების კვლევაში შეყვანილია შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.

რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული -  „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):

კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება - 12%; ნაციონალური მოძრაობა - 9%; რესპუბლიკური პარტია - 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა - 18%; ქართული ოცნება - 10%; რესპუბლიკური პარტია - 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია:  ნაციონალური მოძრაობა - 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია - 4%;

თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 10% რესპუბლიკური პარტია - 9%; ქართული ოცნება 7%;

საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი - მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;  

ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;

ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;

სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეობორისტული პარტია - 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 5%;

დასაქმება - ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება - 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი - 2-2%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა - ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა - 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;

მეცნიერება და განათლება-  ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება - 13%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია - 4%;

კულტურა და ძეგლთა დაცვა -  ნაციონალური მოძრაობა -17%; ქართული ოცნება - 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია - 3%;

შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება - ქართული ოცნება - 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 8%;

სატელეფონო კვლევა ჩატარებულია 1-ელ ივნისს თბილისის მასშტაბით.

"ქართულ ოცნებაში" ამ კვლევის ავთენტურობას უარყოფენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა