|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭო 15 წევრით დაკომპლექტდა.

პოლიტსაბჭოს სიაში შედიან როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობა ასეთია:

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ასევე პარლამენტის წევრები: დიმიტრი სამხარაძე, ბიძინა გეგიძე, ირაკლი ტრიპოლსკი, მთავრობის წევრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი. ასევე „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე დავით საგანელიძე და თბილისის მერი კახა კალაძე.

პოლიტსაბჭოს მიღმა დარჩნენ: სოფო კილაძე; ზვიად კვაჭანტირაძე; დავით კოღუაშვილი; ეკა ბესელია; ირინა ფუტკარაძე; გედევან ფოფხაძე; აკაკი ზოიძე. 


პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა 21-დან 15 წევრამდე შემცირდა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა