|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

„ქართულ ოცნებას“ ქუთაისში გიორგი ჭიღვარია უხელმძღვანელებს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში პოლიტიკური პარტიის  „ქართული ოცნება" ქუთაისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას  პარტიის აღმასრულებელი და გენერალური მდივნები კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, ასევე იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ესწრებოდნენ.

პარტიული შეხვედრა ჟურნალისტებისათვის დახურულ რეჟიმში წარიმართა.

როგორც ცნობილია,  პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე  გიორგი ჭიღვარია აირჩიეს,  რომელიც ამ დრომდე ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობას ასრულებდა.  ასევე მოხდა ბიუროს წევრების არჩევა. ბიუროს შემადგენლობაში  რევაზ თევდორაძე, თემურ ვაშაკიძე, გიორგი ჭეიშვილი და  იმერეთის ვიცე- გუბერნატორი პაატა ნადირაძე არიან. 


 პარტიის აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონფერენციები ქვეყნის მასშტაბით მარტში დასრულდება, რის შემდეგაც პარტია  აქტიურ  სამუშაო რეჟიმში გადავა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა