|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მასწავლებლებს შეხვდნენ (R)

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა სკოლებისა და ბაღების მასწავლებლებთან წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაიმართა.

 პაატა მხეიძემ და გიორგი ბეგაძემ ადგილობრივ პედაგოგებს საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს და განათლების სფეროში დაგეგმილი სიახლეები გააცნეს.

,, 10 წელია, განათლების სისტემაში ვმუშაობ და ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ღვაწლი საზოგადოების, ქვეყნის და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. განათლება ქვეყნის განვითარებაში არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. გამომდინარე აქედან, მომდევნო ოთხ წელს განათლების სისტემაში იქნება ძირეული რეფორმები იმისთვის, რომ განათლების ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდეს",- განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

 რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატები, მანდატის მოპოვების შემთხვევაში, პედაგოგებს მეტ მხარდაჭერას დაპირდნენ.

,,ქვეყნის სწრაფი განვითარების 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის განათლება და ამ სფეროში ძირეული რეფორმებია დაგეგმილი. ჩვენი მიზანია ამაღლდეს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟი, 2017 წლიდან გაიზრდება მასწავლებლების ხელფასები, დანერგება ახალი სასკოლო პროგრამები და სახელმძღვანელოები." - განაცხადა პაატა მხეიძემ.

 ,,ქართული ოცნების" რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ყოველდღიურად ხვდებიან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა