|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველებმა საუველირო მაღაზია წარმოუდგენელი მეთოდით გაძარცვეს

გერმანიის ქალაქ კიოლნში 7 ქართველმა საუველიერო მაღაზია „Goldfinger“ გაძარცვეს. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „Focus”–ი ავრცელებს. 
გამოცემის ინფორმაციით,  ძარცვის შედეგად მოპარული ძვირფასეულობის ღირებულება ექვსნიშნა რიცხვით გამოისახებოდა.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ქართველმა მძარცველებმა მაღაზიის გასაძარცვად ახლომდებარე შენობიდან გვირაბი გათხარეს, რომელიც პირდაპირ ძვირფასეულობის საცავში შედიოდა. ორშაბათს ძვირფასეულობის დაკარგვა მაღაზიის 54 წლის მეპატრონემ შეამჩნია, რომელმაც მომხდარის შესახებ სწრაფადვე აცნობა პოლიციას. მანვე აღმოაჩინა ბეტონის იატაკში ხვრელი, რომელშიც თავისუფლად შეიძლებოდა ადამიანი გატეულიყო.
პოლიციის ვარაუდით, ბეტონის იატაკში დამნაშავეებმა ხვრელი პერფორატორის საშუალებით გააკეთეს. თუმცა მათ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რომ სამშენებლო ინსტრუმენტის ხმა მთელი იმ დღეების მანძილზე ვერცერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა თუ მაღაზიის პერსონალმა ვერ გაიგო. პოლიციის გაკვირვება კიდევ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხვრელი ზუსტად იმ ადგილზე იყო გაკეთებული, სადაც მაღაზიის ყველაზე ფასეული საქონელი ინახებოდა. უფრო მეტიც ხვრელი პირდაპირ ძვირფასეულობის კარადაში ამოდიოდა, რომელიც ქვემოდან იყო გამოხვრეტილი. როგორც ჩანს დაჯგუფებას გაძარცვამდე შენობის გეგმა ძალიან კარგად ჰქონდათ შესწავლილი.
გამოძიება ჩიხში იმყოფებოდა, როდესაც მათთვის საბედნიეროდ გამოჩნდა მოწმე, რომელმაც წინა დღეებში საეჭვო „მუშები“ შეამჩნია და ისინი მობილური ტელეფონით გადაიღო. მოწმემ ვიდეო პოლიციას წარუდგინა, რისი წყალობითაც პოლიციამ დამნაშავეთა ვინაობის დადგენა მოახერხა. ეჭვმიტანელი კიოლნში ერთ–ერთ ბინაში დააკავეს. დაკავებამდე ქართველმა მძარცველებმა სცადეს სამხილები მოეცილებინათ და 6 კილოგრამი წონის ძვირფასეულობა პირდაპირ აივნიდან გადაყარეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი 28 წლის ირაკლი კ. გახლავთ, გარდა ამისა დაჯგუფების წევრი მისი ძმა კახაბერ კ–ც იყო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა