|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ჩემპიონი გახდა

ქართველმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ეგიდით გამართულ ბრძოლაში ამერიკელ ანტუან დუგლასს აშკარა უპირატესობით სძლია და საშუალო წონაში ინტერნაციონალური ჩემპიონის წოდება მოიპოვა.

დაპირისპირებას აშშ-ს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბეთლეჰემში გაიმართა.  ფავორიტად 23 წლის დუგლასი ითვლებოდა, რომელსაც წაგებული  ბრძოლა არ ჰქონდა – 19 გამარჯვება (13 ნოკაუტი), 1 ფრე. 

ხურციძის და დუგლასის 10-რაუნდიანი შერკინება სწორედ ბოლო რაუნდში ქართველის უძლიერესი შეტევის შედეგად, ვადაზე ადრე შეწყდა. მანამდეც, “ტორნადოს” მეტსახელით ცნობილი ქართველი სპორტსმენის უპირატესობა აშკარა იყო.


35 წლის ავთანდილ ხურციძემ პროფესიულ კარიერაში ორადორი მარცხის წილ 32-ე გამარჯვება (20 ნოკაუტი) იზეიმა და WBO-ს ინტერნაციონალური ქამრის მფლობელიც გახდა. “მე ყველას ვანახე, რა შემიძლია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და მინდა, მომავალშიც რაც შეიძლება, მნიშვნელოვანი ბრძოლების ჩატარების საშუალება მომცენ”, - განაცხადა ბრძოლის შემდეგ გახარებულმა ქართველმა მოკრივემ, რომელიც მიმოხილვებში ამერიკულმა მედიამ “მაიკ ტაისონად” მოიხსენია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა