|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

ნიუ-იორკის საოლქო სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. შესაბამის ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

სასჯელის ზომა ამ ეტაპზე უცნობია. მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს. 

საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია იყო, რომელსაც გამოძიება კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად მოიხსენიებდა.

არსებითი განხილვა საქმეზე 5 ივნისს დაიწყო. გამოძიების მტკიცებით, დაჯგუფება, რომელსაც რაჟდენ შულაია ხელმძღვანელობდა და რომლის შემადგენლობაშიც ხურციძეც შედიოდა, არალეგალური ვაჭრობითა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობით იყო დაკავებული. სულ საქმეზე 30-მდე ადამიანია დაკავებული.

39 წლის ხურციძე, რომელსაც კრივში 33 მოგება, ორი ფრე და ორი მარცხი აქვს, ნიუ-იორკში გასული წლის ივლისში, ე.წ. რუსული მაფიის საქმეზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ხურციძეს 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა