|
  • EUR 1 = GEL 3.1127
  • USD 1 = GEL 2.8718
|

ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავენ

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" უელსში, კარდიფის "მილენიუმზე" თბილისის დროით 23:00 საათზე, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის პირველადგილოსან ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საქართველო-ახალი ზელანდია ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდება.
ეს საქართველოსთვის მესამე შეხვედრა იქნება. მილტონ ჰეიგის გუნდი ჯგუფში ოთხი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" ტონგა დაამარცხეს, მეორეში კი არგენტინასთან დამარცხნდნენ. ახალი ზელანდია 9 ქულით ჯგუფის ლიდერია. ზელანდიელებმა პირველ ტურში არგენტინა, მეორეში კი ნამიბია დაამარცხეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი