|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი სპორტსმენი საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს

ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონის დასაკავებლად ათენის გარეუბანში სპეცოპერაცია ჩატარდა. ბერძენმა სამართალდამცველებმა 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით საბერძნეთში მცხოვრები 31 წლის ქართველი სპორტსმენი ტარიელ ზინდირიდისი, იგივე შმაგი სონიშვილი დააკავეს. სპეცოპერაციის დროს დაიჭრეს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი კიდევ ერთი ქართველი, რომელსაც ბრალად ასევე სახლების ძარცვა ედება.

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა ის ხელსაწყოები ამოიღეს, რომლის დახმარებით ქართველები ბინებში აღწევდნენ. სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ძვირფასეულობა და სხვა ნაქურდალი ნივთები, რომლის ღირებულებაც 95 ათას ევროს აღწევს.

 

ტარიელ ზინდირიდისი, რომელიც 12 ივლისს დააკავეს, საბერძნეთის მოქალაქეა და 2003-2007 წლებში ამ ქვეყნის სახელით არაერთ საერთაშორისო ჩემპიონატში მონაწილეობდა.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში მსოფლიო ჩემპიონი ძარცვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მან შეჯიბრებიდან მიღებული ჰონორარი ბიზნესში დააბანდა და შემოსავალს სწორედ ამ საქმიანობიდან იღებდა.

შმაგი სონიშვილი სოფელ მჭადიჯვრიდან არის. ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სონიშვილი საბერძნეთში დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა