|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს

რუსეთში, ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს 3 წონით კატეგორიაში 4 ქართველი სპორტსმენი ასპარეზობდა.

ქალებში -70 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ესტერ სტამი წარსდგა, რომელიც ფინალში გავიდა, თუმცა 5 გზის ევროპის ჩემპიონ ფრანგ ჟერვის ემანესთან იპონით დამარცხდა. ფინალამდე სტამი ბელგიელი როქსანე ტაეიმანსს გასცდა, მეორე შეხვედრაში კი გერმანელი ლაურა ვარგას კოხი იპონით დაამარცხა. მეოთხედფინალში მან უნგრელი საბინა გერცსაკი ერთი გაფრთხილებით დაამარცხა. ნახევარფინალში კი სტამმა ფრანგ ფანი ესტელ პოსვიტს იუკოთი სძლია.

კაცებში -73 კგ. წონით კატეგორიაში 2 ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი ასპარეზობდნენ. სამწუხაროდ კენჭისყრის შედეგების მიხედვით, მათი გზები მეოთხედფინალში გადაიკვეთა. ქართველთა დუელში ლაშა შავდათუაშვილმა იმარჯვა, რომელმაც ფინალში გასვლა შეძლო, შეხვედრას აზერბაიჯანელი რუსტამ ორუჯოვის წინააღმდეგ ვაზარითაც იგებდა, თუმცა მსაჯმა ბოლო წამებზე მას მეოთხე შიდო მისცა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

დამამშვიდებელ რაუნდში გადართულმა ნუგზარ ტატალაშვილმა კი გერმანელი იგორ ვანდტკე იუკოთი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში კი რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა, სადაც მან იპონით დაამარცხა მეტოქე და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

-81 კგ. წონით კატეგორიაში კი ავთანდილ ჭრიკიშვილი ასპარეზობდა, რომელმაც ყველა შეხვედრა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში ჭრიკიშვილი რუს ხასან ხალმურზაევს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

წყარო:

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა