|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშების ინტეგრირებაში პედაგოგის როლი იზრდება

იმერეთის საჯარო სკოლების დირექტორების და პედაგოგებისთვის ქუთაისში ოთხდღიანი ტრენინგი ტარდება. ტრენინგის სახელწოდებაა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სასკოლო პროცესის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის და მისი  მიზანია ხელი შეუწყოს სასკოლო პროცესში  ე.წ. ,,ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშების ინტეგრირებას და პედაგოგების როლის ზრდას მათთან მიმართებაში.

პედაგოგები  გაივლიან თემებს, რომელიც ,,მოწყვლადი ჯგუფების ბავშვთა საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიკაციის, მათთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის სტრატეგიებს  ეხება.

პროექტის ორგანიზატორთა განცხადებით, ე.წ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების“ როგორც განათლება, ისე საზოგადოებაში ინტეგრირება ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მოხდეს მათი სოციალური ფუნქციონირების ზრდა და რეალიზება.

პროექტი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის მიერ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა