|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩებზე აქტიური სამუშაოები ხვალიდან დაიწყება - გიორგი ჭიღვარია

 ქუთაისში მოსახლეობის პროტესტს მერი გამოეხმაურა. გიორგი ჭიღვარია ბერი თევდორეს და გველესიანის ქუჩებზე მივიდა და მდგომარეობას გაეცნო. მერის თქმით, სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

"აღნიშნულ ქუჩაზე ხვალ დილიდან დაიწყება აქტიური სამუშაოები და უახლოეს მომავალში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა. ასევე მოწესრიგდება გზის საფარიც. "ბერი თევდორეს ქუჩაზე წყლის კომპანია "ეს ემ კა" ჩვენთან ერთად ატარებს სამუშაოებს, მათ შეჩერებული ჰქონდათ რეაბილიტაციის პროცესი რის გამოც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. "ეს ემ კა"-ს წარმომადგენლები დავიბარეთ და შევთანხმდით, რომ ხვალ დილიდან სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება, რათა დროულად დასრულდეს და ჩაბარდეს აღნიშნული ქუჩა"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილზე იმყოფებოდა ქუთაისის წყალმომარაგების სერვისცენტრის ტექნიკური სამსახურის უფროსი. მალხაზ გუნიავას განმარტებით, ბერი თევდორეს ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის 70 პროცენტი უკვე მოწყობილია და დასრულებამდე 100 მეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი. ,,აღნიშნულ ქუჩაზე გადამყვანი სამუშაოების შესრულებაა დარჩენილი. ხვალ შემოვა კონტრაქტორი ფირმა "ეს ემ კა" და მოაწყობს გადამყვანებს . ბოლო ეტაპი იქნება ლაბორატორიული ანალიზი და ტესტირების სამუშაოები. უახლოეს დღეებში მოგვარდება წყალმომარაგების პრობლემა"- განაცხადა მალხაზ გუნიავამ.

მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა და სამუშაოების დროულად დასრულება მოითხოვა.
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა