|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

ქუთაისის ციხეში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა იზრდება

ქუთაისის ციხეში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ციხეში 79 ინფიცრებულია.

ციხეებიდან კოვიდინფიცირებული პატიმრების კლინიკებში გადაყვანა ხდება, თუმცა ოჯახის წევრებს ამ დრომდე არ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და ადგილსამყოფელის შესახებ.

პატიმრების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. ადვოკატების განცხადებით, მას შემდეგ, რაც გაჟღერდა ციხეებში მძიმე ეპიდვითარების შესახებ, ინფიცირებული პატიმრების ოჯახებში განხორციელდა შეტყობინების ზარები, თუმცა სხვა ინფორმაციას მათ არ აწვდიან.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა