|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელ სიამის ტყუპებს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდათ

საქართველოში პირველი სიამის ტყუპები ქუთაისში დაიბადნენ. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები ერთმანეთთან ნაწლავით იყვნენ დაკავშირებულნი. მათ სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდათ.

საქართველოში ოპერაციის ჩატარება დროსთან იყო დაკავშირებული, საზღვარგარეთ კი თანხებთან. ოჯახმა საზოგადოების დახმარებით 81 000 ევრო შეაგროვა და ოპერაცია გერმანიის ერთ–ერთ კლინიკაში გაკეთდა. სიამის ტყუპების განცალკევების რთულმა ოპერაციამ  წარმატებით ჩაიარა. გოგონების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გერმანული გამოცემა online focus ავრცელებს.

                                                       

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა