|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელებისგან ძალიან დიდი მადლობა, თქვენ ხართ იდეალური კრიზისმენეჯერი - დიმიტრი მხეიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის კრიზისის მართვისთვის მადლობას უხდის.

მხეიძე მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ შექმნილ რთულ ვითარებას იდეალურად გაართვა თავი.

“ბევრმა ჩემმა კოლეგამ შეაქო თქვენი გუნდი ცალ-ცალკე, მაგრამ თქვენ მიმართ კრიტიკით გამოვიდნენ. ჩვენი ქვეყანა არის ერთი დიდი ორგანიზმი, რომელსაც უნდა სწორი მართვა  და მე პირადად დიდ მადლობას გიხდით. მადლობა ჩემგან, მადლობა ჩემი ამომრჩევლებისგან, ქუთაისელებისგან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ, რომ თქვენ ხართ იდეალური კრიზისმენეჯერი. თქვენ ძალიან სწორედ მართეთ ეს სიტუაციები და ქართველ ხალხს თქვენი დიდი იმედი აქვს. ეს რაც დაგაკლეს თქვენ, ბატონო გიორგი, იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილად ღირსი ხართ [ქების]”, – მიმართა მხეიძემ გახარიას.

პრემიერ-მინისტრი პარლამენტში  კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ მოხსენებით წარდგა. პლენარულ სხომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გახარია დეპუტატების მიერ დაგროვილ კითხვებს უპასუხებს.

 

netgazeti.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა