|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ოთარ მამფორიას ძეგლის გაუჩინარების მიზეზი?

ქუთაისში "სამი ოთარის" ძეგლის კომპოზიცია მოქალაქეებს დაზიანებული დახვდათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოთარ მამფორიას ძეგლი მოიპარეს, რასაც საზოგადოების უკმაყოფილება მოყვა.
როგორც ქუთაისის მერიაში " ნიუპრესს" განუმარტეს, ძეგლი რეკონსტურქციისთვის აიღეს, რადგან მისი ბრინჯაოში ჩამოსხმა იგეგმება.

ქუთაისში სამი კოლორიტი  ქუთაისელის - ოთარ მამფორიას, ოთარ  ქორქიას და ოთარ სულაბერიძეს ძეგლები გვერდიგვერდაა, რის გამოც ამ კომპოზიციას  „სამი ოთარის ძეგლი“ შეარქვეს

ოთარ მამფორია ავტორია ლექსების, მოთხრობების, პიესებისა და საბავშვო მოთხრობების 50-მდე კრებულის. თარგმნა ესენინი, ბლოკი, ევტუშენკო, პასტერნაკი. ოთარ მამფორიას ლექსებზე არაერთი  სიმღერაა შექმნილი. მისი პიესები ანშლაგით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში და ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია შეტანილი.

აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი პოეტი თავისი უდიდესი პიროვნული ხიბლის, განსაკუთრებული იუმორის ("მამფორიზმების", როგორც გიგა ლორთქიფანიძემ შეარქვა) წყალობით, ყველგან და ყოველთვის დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა.

შეგახსენებთ, სამი ოთარის ძეგლი საზოგადოების ყურადღების ქვეშ რამდენიმე წლის წინადაც მოექცა, როდესაც ძეგლის აღება და მის ადგილზე მშენებლობის დაწყება იგეგმებოდა. აღნიშნული ადგილობრივების პროტესტის შედეგად ჩაიშალა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი