|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მარტოხელა დედის დასახმარებლად ამერიკაში კონცერტი გაიმართა

მარტოხელა დედის ისტორიას, რომლის შესახებაც მკითხველმა „ნიუპრესის“ მეშვეობით გაიგო, დიდი გამოხმაურება მოყვა.

 ქუთაისელი მარიამის  დასახმარებლად აშშ-ში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ქართველმა ემიგრანტებმა მარიამის დასახმარებლად თანხა შეაგროვეს, რომელსაც ეტაპობრივად დაურიცხავენ.

მარტოხელა დედის მდგომარეობით რამდენიმე ორგანიზაცია და რიგითი მოქალაქე დაინტერესდა.  ელექტროენერგიის დავალიანება კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დვალმა დაუფარა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელის, მაკა ცერცვაძის ორგანიზებით, ბავშვს საკვები და ჰიგიენური ნივთები შეუძინეს. 

მარიამი დედასთან და შვილთან ერთად  უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მას შვილის გამოსაკვებად საჭირო თანხა არ აქვს.   მას რამდენიმე თვის წინ სოციალური დახმარება მოუხსნეს და ახლა 180 ლარზე - დედის პენსიაზეა დამოკიდებული. იმის გამო, რომ ბავშვისთვის საკვები ეყიდა, 3 თვის პენსია წინასწარ გამოიტანა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი პროგრამის არარსებობის გამო მარტოხელა დედას დახმარებაზე უარი განუცხადა

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა