|
  • EUR 1 = GEL 3.8292
  • USD 1 = GEL 3.2897
|

ქუთაისელი სკეიტბორდისტები სავარჯიშო პარკის გაკეთებას ითხოვენ (ვიდეო)

თითქმის 4 წელია, ქუთაისელი ახალგაზრდები ქალაქში სკეიტ პარკის გაკეთებას ითხოვენ.    
ქალაქის მერიაში გაგზავნილი ათობით განცხადების მიუხედავად, ისინი დღემდე სავარჯიშო ადგილის გარეშე რჩებიან.

სკეიტ პარკის არქონის გამო 50-მდე მოყვარული სპორტსმენი იძულებულია, მოქალაქეების სავალ ნაწილზე ან საავტომობილო გზაზე ივარჯიშოს,  რაც  მძღოლებისა და ქვეითების მხრიდან აგრესიის მიზეზი ხდება.

მერიის კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი აცხადებს, რომ საკითხს არ იცნობს და ახალგაზრდებს  პრობლების განსახილველად  მერიაში იწვევს.

 

 

ავტორი: მარუსა ხურციძე, ხატია ბანძელაძე