|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ტიტულოვანი სპორტსმენები ქალაქის მერმა მიიღო

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ტიტულოვანი სპორტსმენები სამახსოვრო საჩუქრებითა და ფულადი პრემიებით დააჯილდოვა. ზვიად პატარიძემ ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში ბაქოს საერთაშორისო ტურნირში პირველი ადგილი მოიპოვა და 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო ონისე სოსელიამ ევროპის ჩემპიონობა ახალგაზრდებს შორის კიკბოქსინგში მოიპოვა.

შეხვედრას სპორტსმენებთან ერთად მათი მწვრთნელებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც ქალაქის მერს გულთბილი მიღებისა და დაფასებისათვის მადლობა გადაუხადეს.
,,მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ სპორტსმენებს მომავალ წელსაც დავუფინანსოთ საერთაშორისო ასპარეზობები. მათი წარმატებები, ჩვენი ქალაქის სახელია“, - აღნიშნა შოთა მურღულიამ. 

 

 

 

 

ავტორი: ანა ჯიქია