|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ქუთაისელმა მოკრივეებმა საქართველოს პირველობაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. კრივში საქართველოს პირველობა ბათუმში, 25-28 თებერვალს ჩატარდა.

 ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, შეჯიბრებებში მათგან 12 წარმომადგენელი მონაწილეობდა, მათგან საპრიზო ადგილზე 5 სპორტსმენი გავიდა:

 პირველი ადგილი: დემეტრე მიქაუტაძე (66კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე),    თემურ ქართველიშვილი (80კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ზაალ ჯავახაძე)

 მე-2 ადგილი: საბა ერემეიშვილი. (54კგ. წონით კატეგორია; მწვრთნელი-ბეჟან ჭიჭინავა),       დავით მიქაუტაძე. (57 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი- ზაალ ჯავახაძე)

მე-3 ადგილი -გიორგი ლეთოდიანი. (50 კგ.წონით კატეგორია; მწვრთნელი-ავთანდილ ჯაშია). 

პირველ ადგილზე გასულმა სპორტსმენებმა ევროპის პირველობაზე მონაწილეობის ლიცენზია მოიპოვეს, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში გაიმართება.

ავტორი: ნიუპრესი