|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მოსწავლემ ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა აიღო

2018 წლის  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში უმაღლესი ქულა ქუთაისელმა მოსწავლემ ლუკა ბოგვერაძემ აიღო.

ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” მოსწავლემ მაქსიმალური 90 ქულა მოაგროვა. 

როგორც ლუკა ბოგვერაძემ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, საგამოცდო განაცხადში პირველ ნომრად საერთაშორისო ურთიერთობები აირჩია.
"პირველი "თავისუფალი უნივერსიტეტი" ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობები, თუმცა გული ჯარისკენ უფრო მიმიწევს,  ამიტომ მეორე ნომრად ეროვნული საამხედრო აკადემიის თავდაცვის ფაკულტეტი მივუთითე. ამ შემთხვევაში ფინანსური შესაძლებლობებია გადამწყვეტი ფაქტორი", -განაცხადა ლუკა ბოგვერაძემ.  

სკოლის დირექტორის ნინო ჩიკვაშვილის განცხადებით, ლუკა გამორჩეული მოსწავლე იყო და მას წარმატებებს უსურვებს, ამასთან აღნიშნავს, რომ განებივრებული არიან მათი მოსწავლეების წარმატეტებით.

წელს უცხო ენაში უმაღლესი შეფასება 109 აბიტურიენტმა დაიმსახურა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა