|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მოჭადრაკემ ევროპის ჩემპიონატის ფინიშზე ზედიზედ ხუთი პარტია მოიგო

ქუთაისელმა მოჭადრაკემ დავით ნემსაძემ  ევროპის ჩემპიონატის ფინიშზე ზედიზედ ხუთი პარტიის მოგება მოახერხა. მან 9 შესაძლებლიდან 7 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი მოიპოვა. შეხვედრა, 12-წლამდე  კატეგორიაში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გაიმართა. სწრაფ ჭადრაკში, ინდივიდუალური ასპარეზობები ევროპის ჩემპიონატზე დღეს დასრულდა.

10 წლის მოჭადრაკე არა ერთი ჯილდოსა და პრიზის მფლობელია, ის ასევე გახლავთ საქართველოს ჩემპიონი 10 წლამდე ასაკობრივ ბიჭებში.

ავტორი: ანა ლიპარიშვილი