|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

ქუთაისელმა მსროლელმა საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

ქუთაისელი მსროლელი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში სერბეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

იოანე ხვარეშიამ  მიმდინარე "იშტვან პოლიანაკის VII მემორიალზე“ ახალგაზრდებს შორის გაიმარჯვა.


ხვარეშიამ 10-მეტრ დისტანციაზე სროლაში 557 ქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა.

მან თითო ქულით გაუსწრო მეორე-მესამეზე გასულ ბოსნიელ ივან სლილიპჩევიჩს და ბულგარელ ვალენტინ მალაკჩეივს.
წინა დღით ხვარეშიამ თელაველ მარიამ ფროდიაშვილთან ერთად შერეულ წყვილებშიც იასპარეზა და მესამე ადგილზე გავიდა.

ავტორი:

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა