|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა მხატვარმა გერმანიაში პირველი ადგილი მოიპოვა

ქუთაისელი მხატვარმა  შოთა გოგიტიძემ 2016 წელს გერმანიაში საერთაშორისო ფესტივალში პირველი ადგილი მოიპოვა. ახალგაზრდა მხატვარი სტუდია ,,არტ თერაპის“ წარმომადგენელია, რომელიც ლევან გოგიტაძის სახელობის სამხატვრო სტუდიასთან არის ჩამოყალიბებული. შოთა გოგიტაძე სახელოსნოში ხატვითი თერაპიის მსურველებს ასწავლის, როგორ გადმოსცენ თავიანთი განცდები ქაღალდზე.

ემიგრაციაში მყოფი მხატვრების ოჯახი მშობლიურ ქალაქში რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა. ლევან გოგიტაძემ ქალაქში სამხატვრო გალერეა გახსნა, სადაც ხატვის სწავლასთან ერთად თერაპიული მკურნალობაც არის შესაძლებელი. ხატვა, მხოლოდ ხელოვნება რომ არ არის, ამის დასამტკიცებლად სახელოსნოში ყველა ასაკისა და შესაძლებლობის ადამიანს შეუძლია  საკუთარი შინაგანი განცდები ქაღალდზე გადაიტანოს.

სახვითი თერაპიის სალონში ხატვის მასტერკლასებს გოგიტაძეები ატარებენ, რომლებიც წლებია ამ სფეროში მოღვაწეობენ. ყველა წევრს განსაკუთრებული ხედვა და მათთვის დამახასიათებელი სტილი აქვს. ქმნიან ნაშრომებს ფერწერაში,  პლასტიკასა და მუსიკაში. როგორც თავად ამბობენ, ყველა ნივთს შეიძლება მეორე სიცოცხლე მიეცეს, აგროვებენ ძველ ნივთებს და ახალ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ.

ოჯახის პატარა წევრი ლუკა გოგიტაძე ხატვასთან ერთდა მუსიკით  არის გატაცებული. ქმნის კომპოზიციებს მუსიკალური განათლების გარეშე. უკვე არის რამდენიმე კონკურისის გამარჯვებული.

დღეს ქუთაისის მერი შოთა მურღულია ახალგაზრდა მხატვარს შეხვდა და წარმატება მიულოცა. შოთა გოგიტაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას მხარდაჭერისთვის და საჩუქრად მისი ნამუშევარი „ქუთაისური პეიზაჟი“ გადასცა. მიმდინარე წლის 20 ივნისს ახალგაზრდა მხატვარი გერმანიაში მიემგზავრება საერთაშორისო პლენერში მონაწილეობის მისაღებად.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი