|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 
ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა ოლიმპიადაზე გამოსვლა 196.5 ქულით დაასრულა.

ჩემპიონი ინდოელი მანუ ბჰაკერი გახდა, მეორეზე კი რუსი იანა ენინა გავიდა.


ნინო ხუციბერიძე ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ამავე ასაკში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი და სერბეთის "დიდი პრიზის" გამარჯვებულია, დღეს კი მის მონაგარს, კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო - ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი შეემატა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა