|
  • EUR 1 = GEL 3.6402
  • USD 1 = GEL 3.0737
|

ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში, საქართველოს ნაკრების ქუთაისელი წევრი ნინო ხუციბერიძე ახალგაზრდებს შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ახალგაზრდა ქართველმა მსროლელმა, რომელიც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის დებიუტანტია, ვერცხლის მედალი ოთხშაბათს, 24 თებერვალს 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მოიპოვა.

დიორში მან საკვალიფიკაციო ეტაპი 377 ქულით დაასრულა და ფინალურ ეტაპზე მეხუთე ადგილით შევიდა. ხუციბერიძემ ფინალშიც კარგად ისროლა და ფრანგ მატილდე ლამოლესთან ერთად ბოლომდე შემორჩა მარათონს. დასკვნით სერიაში ფრანგი ოდნავ უფრო ზუსტი აღმოჩნდა და 198.4 ქულით ჩემპიონიც გახდა, ხუციბერიძემ კი 193.7-ით ვერცხლი მოიპოვა. მესამეზე ჩეხი დენისა ბეზდეჩა გავიდა 174.9 ქულით.

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 45.45%
უარყოფითად - 46.97%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.58%
სულ - 66 ხმა