|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა სოსო შანიძემ გათამაშებაში ავტომობილი მოიგო

გათამაშების ორი ბილეთი და მოულოდნელად მოგებული "ტოიოტა კოროლა" - ქუთაისელი სოსო შანიძე "აჭარა ბეთის" საზაფხულო გათამაშების ერთ-ერთი გამარჯვებულია. მან ავტომობილი ოთხ ივლისს მოიგო. სოსო შანიძის თქმით, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი სიხარული იყო.

"მარტო ვიყავი ოთახში, სხვებს ეძინათ. მოულოდნელად დარეკა ტელეფონმა,  რომ ვუპასუხე მითხრეს, რომ ჩემი ბილეთი ამოვიდა დოლურადან. არ ვიცოდი, რა ხდებოდა და მეუბნებიან, რომ ავტომობილი მოვიგე. ეს იყო წარმოუდგენელი რამ, ემოციებსაც ვერ გადმოვცემდი, დაბნეული ვიყავი.  ვიცოდი ამ გათამაშების შესახებ, უბრალოდ არ ველოდებოდი, მხოლოდ ორი ბილეთი მქონდა. წარმოუდგენელი მეგონა მსგავსი მოგება"-აცხადებს სოსო შანიძე.

მისი თქმით, ავტომობილი აქამდეც ყავდა, თუმცა უკვე  მოძველებულია, ახალი "ტოიოტა კოროლა" კი მას სხვა გამარჯვებულთან ერთად აგვისტოში გადაეცემა. 

ავტორი: ნიუპრესი