|
  • EUR 1 = GEL 3.6321
  • USD 1 = GEL 3.1344
|

ქუთაისში "საუკუნის ძარცვის" საქმეზე დაკავებული 2 პირი 27 დღეა შიმშილობს

ქუთაისში "საუკუნის ძარცვის" საქმეზე დაკავებული ორი პირი წარდგენილ ბრალს აპროტესტებს. 

 როგორც განსასჯელების ადვოკატი არჩილ ნიჟარაძე აცხადებს, დაკავებულები უკვე 27-ე დღეა შიმშილობენ, ხოლო პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არაა. 

ადვოკატის თქმით, განსასჯელები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან

"გუშინ სასამართლო პროცესიდან რეანიმობილით გადაიყვანეს სამედიცინო და წესებულებაში, პატიმრების მდგომარეობა მძიმეა, 27 დღეა უკვე შეიმსილობენ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები გვაქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან -განაცხადა ადვოკატმა. 

შეგახსენებთ,  2020 წლის 19 სექტემბერს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიდან იატაკის ამოჭრის გზით  უცნობმა პირებმა კომპანია „მისო ინტელექსპრესის“ ფილიალის საცავის ოთახში შეაღწიეს, სადაც, ლითონის საცავის კარის გაჭრით, ფარულად დაეუფლნენ თანხას და ოქროს ნივთებს.

ორი თვია შემდეგ , 2 დეკემბერს საქმეზე  დააკავეს  წარსულში ნასამართლევი 2 პირი – 1984 წელს დაბადებული გ.მ. და 1966 წელს დაბადებული ს.ჯ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ს.ჯ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოიღეს: 2 შეკვრად დაფასოებული, 3,231 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ნაქურდალი ფულისა და ოქროს ნივთების ნაწილი, დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული სამუშაო იარაღები.
გ.მ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს და 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ს.ჯ.-ს მიმართ კი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, ასევე, 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დანაშაულები 3-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ნიუპრესი

ბოლო 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით შეიცვალა ქვეყანაში ცხოვრების დონე?

გაუმჯობესდა - 19.15%
გაუარესდა - 67.61%
არ შეცვლილა - 13.24%
სულ - 355 ხმა