ქუთაისში ზებრა გადასასვლელზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ ზებრა გადასავლელზე ქვეითად მოსიარულე ქალს ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი. დაზარალებული სასწრაფო-სამედიცცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
აღნიშნულ ზებრა გადასავლელზე, რომელიც ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ავტოსაგზაო შემთხვევა პირველი არაა.
ავტორი: ირინა მაკარიძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



13:08
11:18
11:17
11:11
19:33
















