|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

11 წლის შემდეგ "მზეჭაბუკის" ქუთაისში დასაბრუნებლად 100 ათას ლარამდე დაიხარჯება

ქუთაისში "მზეჭაბუკის" ძეგლის დასამონტაჟებლად დაახლოებით 100 000 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებისთვის მერიამ 98 699 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

მზეჭაბუკის ძეგლი, რომელიც 2009 წელს "დიდების მემორიალის" აფეთქებას გადაურჩა,  ქალაქში 11 წლის შემდეგ ბრუნდება.  ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ  მითითებული თანხის საფასურად ძეგლის  სამონტაჟო სამუშაოები უნდა განახორციელოს.  

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ძეგლი ამჯერად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად,  9 აპრილის ქუჩაზე დაიდგმება.

 ამ ხნის განმავლობაში მონუმენტის ფიგურა მისი ავტორის მერაბ ბერძენიშვილის სახელოსნოში ინახებოდა.

 საზოგადოების ერთი ნაწილი კოვიდპანდემიის პირობებში ძეგლის მონტაჟის სამუშაოებისათვის სოლიდური თანხის ხარჯვის გამო ქუთაისის მერიას აკრიტიკებს. 

 

შეგახსენებთ, 46 მეტრი სიმაღლის მემორიალი მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. ძეგლი 2009 წელს ააფეთქეს,  მიმდებარე ტერიტორიაზე  პარლამენტის მშენებლობის დაწყების გამო ააფეთქეს.  აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა