|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ქუთაისი 2010’’- ის მთავარი მწვრთნელი ქუთაისში რჩება

საქართველოს ჩემპიონისა და მიხეილ ქორქია- ზურაბ საკანდელიძის მემორიალის გამარჯვებულის ,,ქუთაისი 2010’’- ის მთავარი მწვრთნელი კოტე ტუღუში ქუთაისში რჩება. ის  2016 – 2017 წლების საკალათბურთო სეზონშიც ამ გუნდს უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’ თავად ტუღუშმა განუცხადა.

,,მცირე დეტალები დამრჩა შესათანხმებელი და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ,,ქუთაისი 2010’’-თან ახალ კონტრაქტს გავაფორმებ.’’- გვითხრა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, რომ ,,ქუთაისი 2010’’-მა ტუღუშის ხელმძღვანელობით, არსებობის განმავლობაში პირველად საქართველოს ჩემპიონატი და მიხეილ ქორქია- ზურაბ საკანდელიძის მემორიალი მოიგო. მანამდე ქუთათურებმა საქართველოს თასი აიღეს და დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს. ამრიგად, ,,ქუთაისი 2010’’ იმ გუნდების სიას შეუერთდა, რომლებსაც საქართველოში მოქმედი ყველა ტურნირი აქვს მოგებული.

 

WORLDSPORT.GE

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა