|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი 2010"-მა თბილისის "ოლიმპი" დაამარცხა

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი ”ქუთაისი 2010“ და თბილისის "ოლიმპი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. პირველი ორი პერიოდი "ოლიმპის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მე-3, მე-4 პერიოდში ქუთაისელმა კალათბურთელებმა მობილიზება გამოიჩინეს და ოსტატობის ხარჯზე მოწინააღმდეგე საბოლოო ანგარიშით 80-ით 71 დაამარცხეს.

ამ  გამარჯვებით ქუთასი ჯერჯერობით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება.

თამაში ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ქუთაისის საკალთბურთო გუნდმა გასულ წელს ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა