|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი 2010" ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს

სუპერლიგის ფინალურ მეხუთე შეხვედრაზე, რომელიც  გუშინ ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, მაყურებელმა დაძაბული თამაში იხილა.  

ქუთაისის საკალათბურთო გუნდი პირველივე წუთებიდან ლიდერობდა, თუმცა ბოლო პერიოდში თბილისის "დინამომ" უპირატესობა მოიპოვა.

 შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე "დინამოს" უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია.  შეხვედრა 77:69   დინამოს სასარგებლოდ დასრულდა.

 ფინალური შეხვედრების სერიაში ქუთაისისა და თბილისის გუნდებმა სულ ხუთი შეხვედრა გამართა. ტშეხვედრიდან ანგარიში 2-2 იყო, საბოლოოდ გამარჯვებული მეხუთე შეხვედრამ გამოავლინა.

მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი. მეორეადგილოსანი ქუთაისელები ვერცხლის მედლებით ვეტერანმა კალათბურთელებმა – ანზორ საკანდელიძემ და გივი ბიჭიაშვილმა დააჯილდოვეს.

ჩემპიონ დინამოელებს ოქროს მედლები მსოფლიოს ჩემპიონმა ნიკოლოზ დერიუგინმა გადასცა.

დაბოლოს, დინამოს კაპიტანს ილია ლონდარიძემ საჩემპიონო თასი საქართელოს კალათბურთს ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა გადასცა.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა