ქუთაისი-აბასთუმნის დამაკავშირებელ გზაზე გადაკიდებული აივნები მოეწყობა
ქუთაისიდან აბასთუმნის მიმართულებით უმოკლესი გზის პროექტირება დაიწყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზის პროექტს ხორვატიული კომპანია „აი ჯი ეიჩი“ ქართველ პარტნიორებთან ერთად ახორციელებს. მშენებლობა პროექტირების დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება.
გზის სიგრძე 50 კილომეტრი იქნება, ქუთაისიდან აბასთუმანში ჩასვლას კი დაახლოებით ერთი საათი დასჭირდება.
„ამ ეტაპზე პროექტირება მიმდინარეობს. ეს არის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთი. ამ წერტილიდან მარჯვნივ ვუხვევთ და ისტორიულ, ზეკარის ხეობაში შევდივართ. შემდგომ იქნება გვირაბი და გვირაბით გადავალთ აბასთუმანში. აბასთუმნის მხარეს არსებული გზა ნაწილობრივ შენარჩუნდება და მოხდება მისი მოდერნიზაცია. ზეკარის ხეობაში არის რამდენიმე კრიტიკული საკითხი გადასაწყვეტი და საპროექტო ორგანიზაციებთან ამ ნაწილზე ვთანხმდებით, როგორც კი ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, საპროექტო სამუშაოები დასრულდება და უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გადავალთ“, - აცხადებს დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძე. მისი თქმით, არ მოხება ტყის გაჩეხვა და გზის ეს მონაკვეთი ე.წ. გადაკიდებული აივნებით აშენდება.
მისივე თქმით, ქუთაისი-აბასთუმნის ახალ გზას ტურისტული დანიშნულების გარდა, სავაჭრო და ეკონომიკური დანიშნულებაც ექნება: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჯავახეთის უდიდესი რეგიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ქუთაისის სატრანსპორტო ჰაბს. ეს სავაჭრო ურთიერთობებისთვის ხელშემწყობი იქნება“, - აღნიშნავს სეთურიძე.
commersant.ge
ავტორი: