|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი და წყალტუბო სამშენებლო ნარჩენებისთვის ერთობლივ ნაგავსაყრელს მოაწყობს

ქუთაისსა და წყალტუბოს სამშენებლო ნარჩენის განთავსებისათვის  ერთობლივი ნაგავსაყრელი ექნება, - ამის შესახებ  "ნიუპრესს" ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განუცხადა. 

მისი თქმით, მუნიციპალიტეტებში საამშენებლო ნარჩენების მხრივ პრობლემა არსებობს და მის გადასაჭრელად ერთობლივად მუშაობენ. ჯერჯერობით უცნობია ადგილი, თუმცა რამდენიმე ლოკაცია უკვე განიხილება. 

"სამშენებლო ნარჩენების განთავსება არის პრობლემატური საკითხი. მუნიციპალიტეტს აქვს ვალდებულება, ქონდეს ცალკე  ნაგავსაყრელი. მიმდინარეობს მუშაობა წყალტუბოსთან, სად განთავსდება და ოპერირება როგორ მოხდება.  ეს სპეციფიკურად სამშენებლო ნარჩენებზე გათვლილი ნაგავსაყრელი იქნება. რამდენიმე ლოკაცია განიხილება. როდესაც მოხდება შერჩევა, გავახმოვანებთ. პროცესში ჩართულია  სამინისტრო, მუნიციპალიტეტები", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ. 

სამშენებლო ნარჩენების განთავსება მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე კანონით აკრძალულია. პრობლემის მოსაგვარებლად მოქალაქეები ნარჩენებს ქუთაისის მიმდებარედ ტოვებენ, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.  

თვითნებური ნაგავსაყრელი ქუთაისის შემოსასვლელებში და პრეზიდენტის შენიშვნა [VIDEO]

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი