|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ცენტრი გახდა"- ირაკლი კიკვაძე

"ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ პოლიტიკური პროცესების ცენტრი გახდა"- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ირაკლი კიკვაძე. მისი განცხადებით, განვლილი წელი პოლიტიკურად ცხელი და საპროტესტო აქციებით დატვირთული იყო,  რაშიც აქტიურად იყვნენ ჩართული ქუთაისელი ახალაგაზრდები.

  "2019 წელი საკმაოდ ცხელი წელიწადი იყო პოლიტიკურად, რომელიც გახდა საფუძველი ოლიგარქიული რეჟიმის ნგრევის, რაც სამართლებირვად გაფორმდება 2020 წელს. ქუთაისმა განვითარებულ მოვლენებში დიდი წვლილი შეიტანა, ერთის მხრივ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ქუთაისი დედაქალაქის შემდეგ გახდა ცენტრი პროტესტის, ისევე როგორც წლის ბოლოს განვითარებული მოვლენების დროს, როცა ხელისუფლებამ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი. ხაზგასასმელია ისიც, რომ ქუთაისელი ახალგაზრდა თაობა იყო წარმართველი ძალა ამ პროცესებისა. ეკონომიკურად და სოციალურად კვლავ დამძიმდა საერთო მდგომარეობა, ქალაქმა დაკარგა სტატუსი,  რაც მცირე პოზიტივს მაინც იძლეოდა, ამას ემატება უსუსური თვითმმართველობის ინსტიტუტი და რა თქმა უნდა,  როგორც მთელს ქვეყანაში,  ქალაქშიც დგას კარდინალური ცვლილებების მოთხოვნილება, პირველ რიგში,  ამ უსამართლო, მოძალადე მმართველობითი ფორმისა, რომელიც ემყარება ერთი პირის,  ან ერთი კლანის გადაწყვეტილებებს, რომლის შედეგადაც ჩვენს ისევ გვაქვს პოლიტიკურად მიკერძოებული სამართალდამცავი უწყებები და უსამართლო სასამართლო. მჯერა,  რომ პოლიტიკურად იოლად პროგნოზირებად ცხელ წელიწადს ქუთაისი გარდამტეხ სიტყვას იტყვის ამ ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში"-აცხადებს ირაკლი კიკვაძე.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა