|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ბიბლიისა’’ და ,,ვეფხისტყაოსნის’’ შემქმნელი ხალხების მეგობრობა ფენომენია"

ებრაელები ახალი წლის დაწყებას 14 სექტემერს აღნიშნავენ.  "როშ ჰაშანას" დღესასწაული ებრაელებს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიულოცა. მურღულიამ ორი ერის 26 საუკუნოვან მეგობრობასა და სიყვარულზე ისაუბრა.

 "გილოცავთ ებრაული კალენდრით 5776 წელს, "როშ ჰაშანას"! დაე, მომავალმა წელმა ბედნიერება და სულიერების ძიება-ძლიერება მოგიტანოთ, სიმტკიცე და ერთიანობა, ხვავი და დოვლათი! გასული წელი- ებრაული ტრადიციით ,,შმიტა" წელი, საქართველო–ისრაელის წლად გამოცხადდა, რაც 26 საუკუნოვანი უხინჯო მეგობრობამ განსაზღვრა და მან კიდევ მეტად განამტკიცა ორი ქვეყნისა და ორი ხალხის მეგობრობა. ,,ბიბლიისა’’ და ,,ვეფხისტყაოსნის’’ შემქმნელი ხალხების მეგობრობა ფენომენია, რომელიც ურთიერთობის მოდული გახდა. გახდა მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა სცენ თაყვანი სიკეთეს არა მარტო ცალკეულმა ადამიანებმა, არამედ ხალხებმა და ერებმა! ღრმადა ვართ დარწმუნებული, რომ ახალი წელი ჩვენს კეთილ ურთიერთობას კიდევ მეტად განამტკიცებს! ბედნიერი წელი დაგდგომოდეთ, ყველასათვის სასიკეთო 5776 წელი!  შალომი მოგცეთ ღმერთმა! შანა ტოვა, ძვირფასო ებრაელო ხალხო!",–ნათქვამია მერის განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა