|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ევროპასთან დაკავშირების რეგიონული ცენტრი ხდება"

ქუთაისი ხდება ევროპასთან დაკავშირების რეგიონული ცენტრი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხელ ჯანელიძემ ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.

”ყველაზე კარგი ადგილმდებარეობა აქვს ქუთაისს, იმისათვის რომ გახდეს ტურისტული ცენტრი და ეს კარგად ჩანს იმ შედეგებით, რომელიც უკვე არის აეროპორტის აქტივობით. სახელმწიფოს სურვილია, რომ აქედან ყველა გზა მიდიოდეს ტურისტულ ობიექტებამდე, ტურისტულ ცენტრებამდე და ჩვენ შევძლოთ მაქსიმალურად გამოყენება იმ რესურსის, რაც ქუთაისს გააჩნია ამ მიმართულებით”, -განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან. კერძოდ, მისი ინფორმაციით, 2016 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 263 076 საერთაშორისო ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით 8.6%-ით მეტია.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა