|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი ჯანსუღ კახიძის 80 წლის იუბილეს უმასპინძლებს

ქუთაისში, 13 ნოემბერს ჯანსულ კახიძის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მოეწყობა. კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება, მასში მონაწილეობას  თბილისის სიმფონიური ორკესტრი, გიორგი სუხიტაშვილი, ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, ვახტანგ კახიძე, ნეკა სეფისკვერაძე და  გოგა მესხი მიიღებენ.  

 ღონისძიებაზე შესრულდება ჯანსულ კახიძის  კინოსა და  თეატრისთვის შექმნილი ნაწარმოებები. 

ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის მერია. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა