|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ნაცების გარეშე" - ია მეტრეველის ორგანიზაციამ ქუთაისში აქცია-მსვლელობა გამართა

არა-სააკაშვილს! არა-ბოკერიას! არა-ნაცმოძრაობას და მის ნამსხვრევებს! ასეთი დევიზით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.  აქციის მონაწილეები მავლელობის შემდეგ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და გააკეთეს მოწოდება #ქუთაისი ნაცების გარეშე.

მათი განცხადებით, მათი მიზანია, ყველამ დაინახოს, რომ ქუთაისელთა უმეტესობა მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერს.

აქციას მოგვიანებით პარტია "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე შეუერთდნენ.

აქციაზე იმყოფებიან მერიის და საკრებულოს თანამშრომლები.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირგანიზაციის "დავასრულოთ" დამფუძნებელმა ია მეტრეველმა.  

“დღეს მე მომიწევს თქვენს წინ წარსდგომა და არის დიდი პატივი და მე მინდა ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა გადავუხადო ამ ქალაქში ცოდნის ტაძრის მშენებლობისთვის. ბატონ ბიძინას მინდა, მადლობა მოუხადო ყველა ქრატველის მაგივრად. რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკშვილის 9 წლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიხის დედა, ჩემი შვილი სრულიად უდანაშაულო დახვრიტეს ქუჩაში. აქ არიან ასევე ის დედები და ოჯახის წევრები რომლების ასევე ქუჩაში დახვრიტეს. იმიტომ ჩამოვედი, რომ სრულიად საქარველოს გავაგონო ხმა, ვინც განაწყენებულია ოცნებაზე, ზეგ არის გადამწყვეტი არჩევნები და სრულიად საქარველოს ვთხოვ გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით 9 წელი, სწორედ ამის მოწოდება მინდა! ყველანი მივიდეთ არჩევნებზე", -განაცხადა ია მეტრეველმა. 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი