|
  • EUR 1 = GEL 3.8812
  • USD 1 = GEL 3.3332
|

ქუთაისი ოთარ ქანდარიას სახელოსნოს მოლოდინში

გამორჩეული მხატვარი ოთარ ქანდარია  1937 წლის 8 ივლისს ქუთაისში დაიბადა.  მის შემოქმედებაში ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. საქართველოს დამსახურებული მხატვარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე, მუშაობდა დაზგურ და წიგნის გრაფიკაში. აქვს გრაფიკული სერია „ქართული ისტორიული ძეგლები“.  "ჟღერს ქვის ჰარმონია" -ამ სახელწოდებით 2006 წ. გელათის სამონასტრო კომპლექსის დაარსების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ამ სერიის საუკეთესო ნიმუშები გამოვიდა ალბომად. მისი გაფორმებულია 200-ზე მეტი წიგნი. მისი შემოქმდება გაფრენილი რაშები, ვაზის მტევნები, ტაძრები და ქუთაისია. მუსიკაა ჩუქურთმებში ჩაქსოვილი. უყურებ და გგონია, რომ ნახატი მღერის. საქართველოს მეჩუქურთმე, განსაკუთებული სიყვარულით რომ ეფერება ქართულ ანბანს და საოცარი ფერებით ავსებს ყველა მის ნამუშევარს.

ოთარ ქანდაიას სახელოსნოში ყველა ნივთი ხელუხლებლადაა - ფანქრები, საჭრეთლები, ფურცლები და რამდენიმე ღერი თამბაქო - თითქოს დრო გაჩერდა. სახელოსნო, სადაც მხატვარი დღეში დაახლეობით 18 საათსაც კი ატარებდა, დღეს სავალალო მდგომარეობაშია. ბალახვანში, უნიკალური არქიტექტორის მქონე შენობის სხვენში განთავსებული სახელოსნო ნახატებს ვეღარ იტევს და ვერც იცავს. დაზიანებული ჭერიდან წყალი ჩამოდის, რის გამოც სახელოსნოს აღდგენა ვერ ხდება.

 ოთარ ქანდარიას სახელოსნოს გახსნა სურს მის მეუღლეს. მანანა ლარცულიანის თქმით, თუკი შენობაში არსებული პრობლემის მოგვარება მოხდება, ოთარ ქანდარიას სახელოსნო მეგობრების დახმარებით საზოგადოებრივ დატვირთვას შეიძენს.  უმასპინძლებს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ სტუმრებს, მოხდება ნახატების გამოფენა. სახელოსნოში არსებული პრობლემების გამო ნახატების ნაწილი სახლში ინახება, ვერ ხდება მათი აღრიცხვა და დახარისხება, რაც ნამუშევრებს საფრთხეს უქმნის. სახელოსნოში ინახება მხატვრის მეგობრების უნუკალური ფოტოები, პორტრეტები და ქართული ფილმის "შერეკილების" პირველი ესკიზები.

"ოთარის გარდაცვალების მერე, ბევრი ადამიანი შემეხმიანა და მითხრა, რომ მისი სახელობის ადგილი გვჭირდება ქალაქშიო. მათ შორის იყო მოქანდაკე გიორგი ლომთაძე, ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი, მსახიობი ევა ხუტუნაშვილი, მხატვრები. იმ პერიოდში ვერ ვაცნობიერებდი, რა იქნებოდა მომავალში, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. მოგვიანებით, როდესაც ოთარის შემოქმედების გადახედვა და პატრონობა დავიწყე, გავაცნობიერე რას ითხოვდა ხალხი და ქალაქი ჩემგან, ამიტომ დავიწყე სახელოსნოზე ფიქრი.  იმედია, რომ მეგობრების და ქალაქის დახმარებით ოთარის სახელოსნოს გავხსნით",-განაცხადა მანანა ლარცულიანმა. მანანა ლარცულიანი მეუღლის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ წიგნს ამზადებს, სახელწოდებით "ვიცხოვრე მშვიდად".

ოთარ ქანდარიას ნამუშევრები დაცულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში,  ქუთაისის სახვითი ხელოვნების გალერეაში, კერძო კოლექციებში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი, ანი ლიპარიშვილი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 40.38%
უარყოფითად - 50%
მიჭირს პასუხის გაცემა - 9.62%
სულ - 104 ხმა