|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი - ღიმილის ქალაქი" - ქალაქში მანათობელი აბრები განთავსდება

ქუთაისი "ღიმილის ქალაქად" მერიის მიერ შერჩეული ლოგოსა და სლოგანის შედეგად გამოცხადდა. ტურისტული ლოგო და სლოგანი გასული წლის ბოლოს შეირჩა, თუმცა ამ დრომდე ის აქტიურ გამოყენებაში არ არის. საკითხით "ნიუპრესი" დაინტერესდა.

როგორც ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში განაცხადეს, უკვე დაწყებულია  შერჩეული ესკიზის გამოყენება.

ცენტრის ხელძღვანელის ტატო ლილუაშვილის განცხადებით, ლოგო და სლოგანი უკვე დატანილია მათ მიერ დამზადებულ ბროშურებზე, ასევე აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო გამოფენებში.

რაც შეეხება ქუთაისს, მისი თქმით, ქალაქში აბრებისა და მანათობელი ყუთების განსათავსებლად სამართლებრივი პროცესის შესრულება ჭირდებათ, რის შემდეგაც ქუჩებში აბრები - "ქუთაისი ღიმილის ქალაქია" გაჩნდება.

ტურისტული ლოგო და სლოგანი მერიამ მესამედ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეარჩია,  გამარჯვებული ლოგოს ავტორი 5 000, სლოგანის 1 000 ლარით დაჯილდოვდა.

 კონკურსში განსახილველად წარდგენილი იყო  ლოგოს - 58, სლოგანის კი 33 ვარიანტი. გამარჯვებული კომპანიაა  „HOLMES&WATSON“.

 

ტურისტული ლოგოსა და სლოგანის გამარჯვებული ჯერ არ გამოვლენილა

 

ქუთაისი "ღიმილის ქალაქად" ოფიციალურად გამოცხადდა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი