|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი საქართველოში პირველ ადგილზეა უმუშევრობით"

"განსაკუთრებული მხარდაჭერა ჭირდება ამ ქალაქს, რომელიც არის რიგით მეორე და პირველი საქართველოში უმუშევრობით", -განაცხადა დღეს გიორგი ვაშაძემ ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბარში.

"ახალი საქართველოს" ლიდერი ქუთაისში მხარდამჭერებს შეხვდა.  "განსაკუთრებული ყურადღება და აქცენტი გვექნება ჩვენ სწორედ ქუთაისზე და ქუთაისელებზე, იმერეთზე მთლიანად"-აღნიშნა მან.

ვაშაძის განცხადებით, მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყანაშია,  არის  გაჭირვება, ეკონომიკა უკან მიდის, პრობლემები სულ უფრო  იმატებს.

ვაშაძესთან ერთად ადგილობრივებს შეხვდა გურამ ჩალაგაშვილი.  სემეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წლების მანძილზე საქართველოს მარეგულირებელ კომისიას ის სწორედ  ქუთაისიდან ხელმძღვანელობდა. შემდეგში კი, ეს დაწესებულება ხელისუფლებამ ისევ თბილისში გადაიტანა. მისი თქმით, ქუთაისისათვის მნიშვნელოვანია ყოველი სამუშო ადგილი.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა