|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი სტატუსის და განვითარების პერსპექტივის გარეშე დარჩა"- გიგი წერეთელი

"ევროპული საქართველო" პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას აპროტესტებს. გიგი წერეთელმა ქუთაისში ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაკარგვა ქუთაისის განვითარებას შეაფერხებს.

წერეთელის განცხადებით, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსით ჩანაცვლებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაპირებულ ვადებში არ დასრულდება, რის გამოც ქუთაისი სტატუსის და განვითარების პერსპექტივის გარეშე დარჩა.

“ქუთაისი საპარლამენტო სტატუსით ხელახლა გაიცნო მსოფლიომ, როგორც საქართველოს პოლიტიკური ცენტრი. სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ხელუსუფლებამ. როგორც ჩანს, ეს თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, ამიტომ საუბრებობენ, რა მოგვიტანა პარლამენტმაო? თავიდანვე იმ განწყობით რომ ხარ,  პარლამენტი გადავაო, არც ინვესტორი ჩამოვა და არც სხვა იდეა განხორციელდება. ეს იქნება ხაზის გადასმა ქუთაისის მომავლისთვის და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ასე არ მოხდეს“, -განაცხადა გიგი წერეთელმა.

მისი თქმით, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მომალ წელს ქუთაისში მნიშვნელოვან ღონისძიებებს გეგმავდა.  პარლამენტის გადატანის გამო, ღონისძიება სავარაუდოდ,  ქუთაისში ვერ გაიმართება. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა