|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი XIX საუკუნის ქართულ პრესაში" - წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისი XIX საუკუნის ქართულ პრესაში - ასე ჰქვია წიგნს, რომლის პრეზენტაცია ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, გაიმართა. წიგნი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც თავად პროექტის ავტორმა და მედიის მკვლევარმა, ანა ბაქანიძემ წარუდგინა შეკრებილ საზოგადოებას. პრეზენტაციას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან ერთად ესწრებოდა.
 ქალაქის მერმა წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ქუთაისელებისთვის, რადგან კარგადაა გადმოცემული, თუ როგორი იყო მე-19 საუკუნის ქუთაისში კულტურულ-საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი ცხოვრება.
 მესხიშვილის თეატრში პრეზენტაციასთან ერთად XIX საუკუნის პრესის მასალების საფუძველზე მომზადებული გამოფენა გაიმართა. პრეზენტაციაზე ქუთაისთან დაკავშირებით წიგნში თავმოყრილ საინტერესო ისტორიები მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა წაიკითხეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა